"ტყიბულში 2 წელიწადში 10 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება"
ტყიბულის შახტი "სტელ ინტერნეიშენალ ტრეიდ კომპანის" მმართველობაში გადავა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ალექსანდრე ჩოჩია განმარტავს, ამჟამად იურიდიული საკითხების მოწესრიგება მიმდინარეობს.
"კოლექტივს შევხვდით, გავაცანით სამოქმედო გეგმა, ახლა მიმდინარეობს იურიდიული საკითხების მოგვარება ძველ კომპანიასთან, დაახლოებით ორ დღეში ეს პროცედურები დასრულდება. წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ჩვენ გაგვაჩნია რესურსი, რომლითაც დავფარავთ ძველ დავალიანებას თანამშრომლებთან, ჩვენ სრულად100% შემოვდივართ "საქნახშირში", ჩვენი პარტნიორი კომპანია არის უკრაინული, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს შახტების გადაიარაღებაში. რამდენიმე უკრაინული შახტა, რომელიც გაჩერებული იყო აღადგინეს, ისინი შახტას კარგად იცნობენ”, - აცხადებს ალექსანდრე ჩოჩია.
მისი თქმით, ამ დროისთვის შახტში გაცემული რეკომენდაციების ნაწილია შესრულებული. მისივე თქმით, ორ წელიწადში დაახლოებით 10 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდება. ალექსანდრე ჩოჩია ასევე აცხადებს, რომ კომპანიას კავშირი არ აქვს ბიძინა ივანიშვილთან და არც ჭიათურმანგანეზთან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი