ტყიბულში ათასამდე მეშახტე სამუშაო პროცესზე უარს აცხადებს
ტყიბულში ათასამდე მეშახტე უსაფრთხოების ზომების დაცვას და ხელფასების მატებას ითხოვს. მათი პროტესტი ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს მოყვა.
არსებული ინფორმაციით, ლიფტი ჩაწყდა, თუმცა ბოლომდე არ ჩავარდნილა. მასში 22 მეშახტე იყო, რომლებიც შემთხვევით გადარჩნენ, ადმინისტრაცია კი მათი პრობლემით არ დაინტერესდა.
მეშახტეები მოითხოვენ უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობაზე უარს აცხადებენ და შესაძლოა, პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართონ.
მათი ერთ-ერთი მოთხოვნა ხელფასების გაზრდააცაა. მეშახტეების თქმით, ეკონომიკის მინისტრის დაპირების მიუხედავად, ხელფასები არ გაზრდილა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა