|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში დაღუპული მეშახტეების მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართა

"ცალ-ცალკე ჩვენი დამარცხება ადვილია, გამოსავალი ერთიანობასა და სოლიდარობაშია"- ტყიბულში სოლიდარობის აქცია გაიმართა.

დღეს ერთი წელი გავიდა მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევიდან, რასაც 4 მეშახტეს სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის მერიის წინ სოლიდარობის აქცია მოეწყო. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მწუხრება მომხდარის გამო.

შეგახსენებთ, გასული წლის 9 მაისს, მინდელის სახელობის შახტში, ერთ-ერთ უბანზე ე.წ. ლიფტი გაწყდა და მეშახტეები რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზე ჩავარდნენ.  უბედური შემთხვევის იმავე შახტში შედეგად ერთი თვის წინ  6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მეშახტე კი დაშავდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი