ტყიბულში მეშახტეების მხარდასაჭერად თინა ბოკუჩავა ჩავიდა
ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია გრძელდება. ადგილობრივები სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას აპროტესტებენ. 40-მდე დასაქმებული აცხადებს, რომ მათ ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა არ აპატიეს.
მეშახტეების მხარდასაჭერად დღეს ტყიბულში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავაც ჩავიდა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთონ ამ ადამიანების სამსახურში დაბრუნების მიზნით.
„ჩემი მიზანია, არა მხოლოდ ამ ადამიანების მიმართ ჩემი სოლიდარობის დაფიქსირება, არამედ ამ საკითხის აქტუალიზაცია და ერთ-ერთ მოთხოვნად ქცევა მათი სამსახურებში აღდგენის, სწორედ ისე, როგორც ვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უკანონოდ და უსამართლოდ სამსახურიდან გათავისუფლებულ მეშახტეებს გვერდით დავუდგეთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ავტორი: