ტყიბულში მეშახტეების მხარდასაჭერად ხელოვანები ჩავიდნენ
ტყიბულში სამსახურიდან გათავისუფლებული მეშახტეების საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქები მერიის წინ არიან შეკრებილები.
გათავისუფლებული მეშახტეების მხარდასაჭერად დღეს ტყიბულში მსახიობები და რეჟისორები ჩავიდნენ. ტყიბულში იმყოფება რეჟისორი დათა თავაზე, მსახიობი კახა კინწურაშვილი.
ხელოვანები ამბობენ, რომ ისინი მაღაროელების ხმას გააძლიერებენ.
შეგახსენებთ, 2024 წლის დეკემბრის ბოლოს ათეულობით მეშახტე სამსახურიდან გაათავისუფლეს. პროტესტის რეჟიმში გადასული მუშები დარწმუნებულები არიან, რომ მათ საპროტესტო აქციებზე დგომა და ევროპული მომავლის დაცვა არ აპატიებს.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 85.71%
არა - 14.29%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა