|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში მეშახტეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება დასრულდა

მეშახტეების თქმით, ამ დროისთვის შეთანხმება შედგა და ტყიბულში ეკონომიკის სამინისტროს სპეციალურ კომისიას ელოდებიან, რომელიც შახტში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის.

მეშახტეების თქმით, ვიდრე დასკვნა არ დაიდება, შახტში მუშაობას არ განაახლებენ.

კომპანია "კოალ ოფ ჯორჯიას" გენერალური დორექტორი მიხეილ სოცკი თავის მხრივ მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას მეშახტეებს აკისრებს. მისი თქმით, შახტში 2 დღის წინ მომხდარი ინციდენტისას ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას და ამბობს, რომ დასაქმებულებმა შახტიდან ამოსვლა საათნახევარით ადრე გადაწყვიტეს და არავინ გააფრთხილეს, იმ დროს კი ე.წ. დამხმარე ჭაური გადართული იყო ტვირთის გადაზიდვის რეჟიმზე და მომხდართან დაკავშორებით სამართლებრივი შეფასება მალე დაიდება. საწარმოს გენერალური დირექტორის ინფორმაციით, სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს შახტებში ტექნიკური გადაიარაღების თვალსაზრისით. შახტში არსებულ ვითარებას კი ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალური ჯგუფი შეისწავლის. მეშახტეები მათი მხრიდან უსაფრთხოების ზომების დარღვევის ფაქტს გამორიცხავენ და კომიისის დასკვნას ელოდებიან.

რაც შეეხება ხელფასების მატებას, აცხადებენ, რომ ამ საკითხზეც გარკვეულწილად შეთანხმდნენ. დღეს გაიმართება ხელმძღვანელობასთან კონსულტაცია მეშახტებისთვის საშემოსავლოს 20 პროცენტი დარიცხვასთან დაკავშორებით.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა