ტყიბულში მიკროავტობუსის გადაბრუნების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ტყიბულში მიკროავტობუსის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ტყიბულიდან სოფელ ცუცხვათში მიმავალი მიკროავტობუსი ქალაქის გასასვლელში ხიდის ქვეშ ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ბორდიურს დაეჯახა და მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა.
შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი კი დაშავდა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. დაშავებულების ნაწილი ტყიბულის საავადმყოფოში, ნაწილი კი ქუთაისში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა