|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში მოკლული ზაურ სოფრომაძის ოჯახი ბრალდებულის გათავისუფლებას აპროტესტებს

ტყიბულში მოკლული ზაურ სოფრომაძის ოჯახი ბრალდებულის გათავისუფლებას აპროტესტებს. გარდაცვლილის და განმარტავს, რომ დაკავებული პროკურატურის და ნაფიცი მსაჯულების არასათანადო მუშაობის გამო გათავისუფლდა.
მისი თქმით, ზაზა ჩაფიძე არის მკვლელი და ის სათვალთავლო კამერის ჩანაწერშიც ჩანს.
ოჯახი მოტივად შეკვეთილ მკვლელობას ასახელებს. გარდაცვლილის ახლობლები დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ, ისინი დამნაშავის დაკავებას და დასჯას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში,  სამართლის აღსრულებას თავად შეეცდებიან.
35 წლის ზაურ სოფრომაძე გასულ წელს მოკლეს, მკველობის ბრალდებით დაკავებული ზაზა ჩაფიძე ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტით სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი