|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

2020 წელს ტყიბულში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, გაამართლეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 9 თვიანი განხილვის შემდეგ საქმეზე ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს.

დაკავებული ზაზა ჩაფიძის ადვოკატის გელა სიორდიას თქმით, საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაამტკიცება. დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გამართლებული განსასჯელის მეუღლის ნინო მეფარიშვილის მტკიცებით, საქმეში რეალური დამნაშავე ტყიბულის პოლიციის თანამშრომელია, რის გამოც საქმის ჩაფარცხვას ცდილობენ და მკვლელი გარეთ დადის. 

შეგახსენებთ, ტყიბულში 2020 წლის 9 აგვისტოს 35 წლის ზაურ სოფრომაძეს სოფელ ბზიაურის ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს.

საქმეზე ერთი პირი იყო დაკავებული, მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი