ტყიბულში უფასო სასადილოს ბენეფიციარები საკვების სიმცირეს აპროტესტებენ
ხმაური იყო ტყიბულში, უფასო სასადილოში, სადაც ბენეფიციარების ნაწილი მომსახურების ხარისხს და კვების რაციონს აპროტესტებს. მათი თქმით, საკვებს მინიმალურს იღებენ, კვირას და დღესასწაულებზე კი ამ ნობათის გარეშეც რჩებიან.
ბენეფიციარები აცხადებენ, რომ უფასო სასადილო მათი ერთადერთი საარსებო საშუალებაა და ამიტომ კვებას ყოველდღიურად მოითხოვენ. ასევე აპროტესტებენ სააღდგომოდ გაცემულ ნობათს და განმარტავენ, რომ ორი დღის საკვებად ორი პასკა და ათი კვერცხი დაურიგეს.
უფასო სასადილოს ხარისხით კმაყოფილია ნებეფიციართა ნაწილი, თუმცა ამბობენ, რომ სასურველია მომსახურება ყოველდღე იყოს. ბრალდებებს არ იზარებს სასადილოს წარმომადგენელი და ამბობს, რომ ისინი არსებული პროტოკოლით მუშაობენ, რაც შეეხება საკვებს ხარიახიანად მზადდება. უფასო სასადილოში 110 ბენეფიციარია დარეგისტრირებული.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი