ტყიბულში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლას მიმდებარე ტყეში, მოქალაქეს უკანონოდ მოწყობილი ლენტური ტიპის სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე წაბლის სახეობის 5 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 0,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული “, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ავტორი: ნიუპრესი