|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში ძიძიგურის შახტის 65 წლის მუშამ დირექტორის კაბინეტში თვითმკვლელობა სცადა

ტყიბულში ძიძიგურის შახტის 65 წლის მუშამ თვითდაზიანება მიიყენა.  მეშახტემ პროტესტის ნიშნად გენერალური დირექტორის კაბინეტში ვენები დაისერა.

ამირან ბოჭორიშვილი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს.

დაზარალებული ამირან ბოჭორიშვილი ყვება, რომ მას ამ ნაბიჯის გადადგმა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ აიძულა. დღეს შახტის დირექტორის კაბინეტში მას უთხრეს, რომ 300-ლარიან ხელფასზე გადაჰყავთ. ბოჭორიშვოლის თქმით, ის მოტყუებით თერჯოლის საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც გამოკვლევა ჩაუტარეს და უთხრეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შახტაში აღარ ჩაუშვებდნენ.

ამირან ბოჭორიშვილი ფიქრობს, რომ დაბალანაზღაურებად ხელფასზე გადაყვანით ის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დასაჯეს.

შახტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კომპანიამ თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა დაიწყო. მათივე თქმით, თუ რომელიმე თანამშრომელს ჯანმრთელობის პრობლემა დაუფიქსირდება, შახტაში სამუშაოდ ვერ შევა და ალტერნტიულ სამსახურს შესთავაზებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა