|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უარი გიგანტურ ჰესებს - ნამოხვანჰესის მშენებლობას ქუთაისში აქციით გააპროტესტებენ

უარი გიგანტურ ჰესებს"-  ამ სლოგანით  ქუთაისში აქცია გაიმართება.  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ეკოლოგები ნამოხვანჰესის მშენებლობას გააპროტესტებენ. 

"მიუხედავად იმისა, რომ პროცესი შეჩერებული იყო, რამდენიმე დღეა ნამოხვანჰესის სამშენებლო სამუშაოები განახლდა.  23 ივნისს,  11 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება, სამეცნიერო წრეები,  სტუდენტები, როგითი მოქალაქეები რუსთაველის ხიდზე  შევიკრიბებით და გავაპროტესტებთ გიგანტური ჰესების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ნამოხვანჰესის მშენებლობას,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მაკა ხეცურიანი.

მისი თქმით, კონკრეტული გათვლები არსებობს, თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ჰესმა მიწისძვრის ან სხვა კატაკლიზმის შემთხვევაში ქუთაისს და დასავლეთ საქართველოს.

საპროტესტო აქციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე დაესწრება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა