რა იგეგმება კაფე „სავანეს“ ადგილზე?- ქუთაისის მერიის განცხადება
ქუთაისის ცენტრალური ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ის ქალაქის საკუთრებაა, - ასე ეხმიანება ქუთაისის მერია ბულვარში სანაყინე სავანეს დანგრევის ფაქტს.
განცხადებაში, რომელსაც ქალაქის მერია ავრცელებს, აღნიშნულია, რომ წლების მანძილზე ხორციელდებობა ფართის უკანონოდ მითვისება.
„წლების განმავლობაში ხდებოდა ბულვარში არსებული ფართის უკანონოდ მითვისება. სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
უახლოეს დღეებში დაიწყება სკვერის სრული რეაბილიტაცია და დაზუსტებით ვაცხადებთ, რომ იქ არანაირი კვების ობიექტი არ განთავსდება! ბულვარში მხოლოდ მულტიფუნქციური შეხვედრების ადგილი იქნება"- აცხადებს მერია.
შეგახსენებთ, მერიასთან ხანგრძლივი დავის შემდეგ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბულვარში მდებარე კაფე 'სავანე“ სამოქალაქო პროტესტის ფონზე დაანგრიეს. აღსანიშნავია, რომ საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება გამოტანილი არ ჰქონდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა