|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს– ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით,  მარტის დღეებში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 

„27-28 თებერვალს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, პირველ მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 6 მარტამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს.

თბილისში 27-28 თებერვალს და პირველ მარტს უნალექო ამინდი იქნება, 2 მარტიდან კი ხანმოკლე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლი 2 მარტიდან 4-6 გრადუსით დაიკლებს“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა