|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

10 მაისს ქუთაისში +13 გრადუსი და უმეტესად წვიმიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  10 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, მაღალ მთაში თოვლი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

სააგენტო აცხადებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში 12 მაისიდან გამოიდარებს.  

ავტორი: ნიუპრესი