|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გამოიდარებს და დათბება - მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ნოემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 20 ნოემბრიდან გამოიდარებს და დათბება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 19 ნოემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19 ნოემბერს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება, ხოლო 20-21 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +22 გრადუსამდე მომიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 19 ნოემბერს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება, ხოლო 20-21 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +22 გრადუსამდე მომიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 19 ნოემბერს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +18 გრადუსამდე მომიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 19 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება",-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში..

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა