უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 – 23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს.
24 იანვარს დღის ბოლოდან 25 იანვრის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, -3, ხოლო დღისით + 7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა