"გორში 480 ოჯახისთვის 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება" (R)
„ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ( თენგიზ) ხუბულური კარალეთის, ხურვალეთის, შავშვების კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდტმა მოსახლეობას პარტიის წინაარჩევნო პროგრამა გააცნო.
„ 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლება დევნილ მოსახლეობაზე განსაკუთრებით ზრუნავს. ოთხი წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსება 24 მილიონიდან 84, 7 მილიონამდე გაიზარდა. ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პოლიტიკას, უახლოვეს მომავალში გორში 480 ოჯახისთვის 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. აქტიურად გაგრძელდება კერძო მესაკუთრეთაგან იმ ფართების გამოსყიდვა , რომელიც დევნილ მოსახლებას აქვს დაკავებული“,-აღნიშნა ხუბულურმა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სულ მცირე 1500 დევნილი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება. გარდა ამისა, ხელისუფლება, დევნილთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა კოოპერატივების ამუშავებას, მცირე სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას.
„ მე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ დევნილების წინაშე. ამიტომ არ დავიშურებ ძალას, ენერგიას, რესურს, რომ თქვენი პრობლემები დროულად მოგვარდეს. თქვენ უნდა იცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში , ამისათვის კი თქვენი თანადგომაა საჭირო“, - განაცხადა თემურ( თენგიზ) ხუბულურმა ამომრჩეველთან შეხვედრისას.
ავტორი: ნიუპრესი