უბისა-შორაპანის მშენებარე მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლის ფაქტს ოპოზიცია ეხმიანება
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპანის მშენებარე მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლის ფაქტს ოპოზიცია ეხმიანება. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის ავტობანის მშენებლობის პროცესში, რაც სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაზე და კორუფციაზე მიანიშნებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული მონაკვათის მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყერულ ფერდზე, ფერდის გამაგრების კომპლექსური სამუშაოები ტარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია ამჟამად მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება.
ამჟამად მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება.
ავტორი: