უბისაში მრევლმა ტაძრის შესასვლელი აჭედა და საპროტესტო აქციას მართავს
უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღეს დილით შესასვლელი მრევლმა აჭედა და საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მონასტერს განარიდონ მეუფე მელქისედეკის მიერ მივლენილი საეჭვო რეპუტაციის, სოდომის ცოდვაში ეჭვმიტანილი, სასულიერო პირები.
მათი განცხადებით, სამი კვირის წინ მეუფე მელქისედეკმა ნაჩქარევად აკურთხა ორი ბერი და უბისის ეკლესიაში მიავლინა. ადგილობრივების თქმით, ამ სასულიერო პირების საეჭვო რეპუტაციის გამო ეკლესიიდან წავიდა არქიმანდრიტი მაკარი გოცაძე.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საპატრიარქოს კომისიის ჩართულობას და აცხადებენ, რომ ვიდრე ახალი ბერები არ დატოვებენ მონასტერს, უბისას ეკლესიაში წირვა არ ჩატარდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი