|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აუცილებელია სწრაფი ნაბიჯების გადადგმა დეკრიმინალიზაციისაკენ"

 თბილისში განვითარებულ მოვლენებს "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ეხმიანება. მისი განცხადებით, გამოსავალი ნარკოპოლიტიკის შეცვლაა.

"არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში, პირველ რიგში, აუცილებელია კონკრეტული და სწრაფი ნაბიჯების გადადგმა დეკრიმინალიზაციის და ლეგალიზაციის კუთხით, წინასწარ იმის თქმა,  რა შედეგს მოიტანს სახელმწიფოსთან მეორედ იმავე თამაშში შესვლა, რთულია, ძალიან მალე გამოჩნდება, აიღებს თუ არა სახელმწიფო პასუხისმგებლობას არსებულ მდგომარეობაზე და აღიარებს, რომ დეკრიმინალიზაცია და ლიბერალიზაცია არის გამოსავალი და არა ძალადობრივი მეთოდებით ბრძოლა საკუთარ მოსახლეობასთან, -განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

 შეგახსენებთ, დეკრიმინალიზაცია "სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებების შეტანას გულისხმობს, რაც ნარკოტიკის გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენის ან შენახვის, ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი