უკრაინაში მებრძოლი ქუთაისელი ჯემალ კაშია სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა
უკრაინაში მებრძოლი ქუთაისელი ჯემალ კაშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა, - ინფორმაციას თავად კაშია ავრცელებს.
მისი თქმით, დაბარებამდე მას უწყებიდან არა ერთხელ ტელეფონით დაუკავშირდნენ. მებრძოლის განცხადებით, ამჯერად მთავარი კითხვა იყო - იგეგმება თუ არა საქართველოში სამხედრო გადატრიალება.
ჯემალ კაშია უსაფრთხოების სამსახურს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ გამოკითხვაზე მხოლოდ მაგისტრ მოსამართლესთან გამოცხადდება.
მისი თქმით, ქართველი მებრძოლები უკრაინაში ომობენ, რომ საქართველო რუსეთს არ დაექვემდებაროს, სუს-ი კი მათ არ პატიობს, რუსეთთან ბრძოლას.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა