უკრაინის რადას დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ითხოვენ
უკრაინის რადას დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას სთხოვენ.
ისინი საქართველოში სპეციალურ მიმართვას აგზავნიან, რომელსაც გამოცემა ГОРДОН ავრცელებს.
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ, მის სიცოცხლეს საფრთხე ნამდვილად ემუქრებოდა. სასწრაფოდ საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მაღალი კლასის სამოქალაქო კერძო საავადმყოფოში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ისევე როგორც უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების სათანადო დაცვის აუცილებლობით, მოგიწოდებთ: სასწრაფოდ მიაწოდოთ მიხეილ სააკაშვილს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, რაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს, რათა მიხეილ სააკაშვილს შეეძლოს თავისუფლად მოიპოვოს სათანადო საკონსულო და სამართლებრივი დაცვა, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ის უკრაინაში, - წერია მიმართვაში.
დოკუმენტს ხელს რადას 89 დეპუტატი აწერს, მათ შორის არიან ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელი დავით არახამია და ლიზა იასკო, ასევე, სიაში არიან ფრაქცია "ხმა"-სა და "ბატკივშჩინას" წარმომადგენლები.
ავტორი: ნიუპრესი