|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უკვე ასეულობით აბიტურიენტმა აირჩია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი"

უკვე ასეულობით აბიტურიენტმა აირჩია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კოდი- 197, გამოხატა სურვილი და პირველი არჩევანი სწორედ ჩვენს უნივერსიტეტზე შეაჩერა. KIU უკვე მზადაა წელს 1000 სტუდენტის მისაღებად"-აცხადებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე "კომერსანტთან" საუბარში.

მისი ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. 

  

„მიმდინარე წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტი პირველ ნაკადს მიიღებს. მათი ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება. პროგრამები განხორციელდება ინგლისურ ენაზე და მას გაუძღვებიან ქართველი და უცხოელი პროფესორები და ლექტორები. სტუდენტებისა და პროგრამების რაოდენობა ყოველწლიურად ეტაპობრივად გაიზრდება“, - აცხადებს ალექსანდრე თევზაძე.

 

საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის გადასახადი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში  წელიწადში 2250 ლარს შეადგენს. ასევე მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის მიზანია, სწავლებასთან ერთად სტუდენტური საცხოვრებლის ანაზღაურება. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM). KIU-ს საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი. საუნივერსიტეტო კამპუსის ტერიტორიაზე დაგეგმილია TUM International-ის ოფისის გახსნა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა