ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია - ნათია თურნავა
ულტიმატუმებით საუბარი ხელისუფლებისთვის მიუღებელია,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ნამახვანჰესის პროექტთან და მისი აშენების წინააღმდეგ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
"პროექტის დეტალებს პასუხები უნდა გაეცეს კომპეტენტურად, ექსპერტების დახმარებით და არა ქუჩაში, არა კარვებში და არა მეგაფონის მოშველიებით. ვრცელდება უამრავი არასწორი ინფორმაცია პროექტზე, ჩვენც და ინვესტორი კომპანიაც მაქსიმალურად ვცდილობთ ამ მითების გაქარწყლებას. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში. რაც ჩეეხება ულტიმატუმებს, ეს სწორი გზა არაა. ულტიმატუმებით საუბარი ხელისუფლებისთვის მიუღებელია. მიუღებელია მოწოდებები პარალიზებისა და ბლოკირებების შესახებ",- განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი მოთხოვნა ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომაა.
ავტორი: ნიუპრესი