ულტიმატუმის ენით საუბარი 90-იანი წლების გადმონაშთია ღარიბაშვილი ჰესის მოწინააღმდეგეებზე
ულტიმატუმის ენით საუბარი, მიუღებელი, 90-იანი წლების გადმონაშთია - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილნა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტთან დაკავშირებითვ განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს და აქციის მონაწილეებს გონიერებისკენ მოუხმო.
"ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა, ეს მზაობა იყო არის და იქნება, გაგრძელდება ეს მზაობა ჩვენი მხრიდან. ჩვენ ასევე შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს შესაფერისი დიალოგის ფორმატი, არაერთი მცდელობა გაკეთდა ჩვენი მხრიდან, ჩემი პირადი წარმომადგენელი ჩავრთე, გუბერნატორი, მთელი სამინისტროები ჩართულები იყვნენ და არიან. ამას გარდა, ევროაკვშირის სპეციალური წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსს და ყველა დეტალს, გარემოზე ზემოქმედების ეფექტებს, დავავალე იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთხელ დამოუკიდებელი იურიდული კომპანიის მიერ მოხდეს შესწავლა პროექტის შესაბამისობა საერთაშორისო პრაქტიკასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, კითხვები არ უნდა არსებობდეს.
თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელს და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს, მე თავად ვარ ჩართული და მსურს გავერკვიო დეტალურად, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ხელშეკრულებაში", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნამახვანეჰსის წინააღმდეგ პროტესტმა 23 მაისს თბილისში გადმონაცვლა. აქციის მონაწილეებმა მთავრობას მოთხოვნების შესასრულებალდ დრო 12 საათამდე მისცეს, დღეს ისინი მსვლელობას და ქუჩების პიკეტირებას აპირებენ.
ავტორი: ნიუპრესი