|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უმრავლესობიდან ბევრი დეპუტატი ქუთაისში არ იქნება"

ქართული ოცნების“ დეპუტატის გიორგი კახიანის განცხადებით, მიზეზი, რის გამოც უმრავლესობის სხდომა შეიძლება გადაიდოს, არის ის, რომ ბევრი დეპუტატი ქუთაისში არ იმყოფება, ხოლო სხდომაში მონაწილეობის მიღების სურვილი ყველას აქვს. 

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უმრავლესობის სხდომა, რომელიც დღის ბოლოს ქუთაისში უნდა გამართულიყო, სავარაუდოდ, დღეს აღარ ჩატარდება.

„დიდი ალბათობით უმრავლესობის სხდომა დღეს არ გაიმართება, რადგან უმრავლესობიდან ბევრი დეპუტატი ქუთაისში არ იქნება და უმრავლესობის სხდომაში მონაწილების სურვილი ყველას აქვს, ამიტომ საუბარია იმაზე, რომ შეხვედრა ჩატარდეს თბილისში. როგორც ვატყობ, შეხვედრა დღეს არ იქნება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გიორგი კახიანმა. 

ცნობისთვის, უმრავლესობის შეკრებაზე განხილვის ძირითადი თემა ის დაპირისპირებაა, რომელიც მმართველ გუნდში წარმოიშვა. 

ავტორი: ნიუპრესი