|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უნდა დაისაჯოს ივანიშვილის რეჟიმი მილიონობით მორწმუნის რწმენის შერყევის მცდელობისათვის - ნიკა მელია

სასტიკად და საჩვენებლად უნდა დაისაჯოს ივანიშვილის რეჟიმი მილიონობით მორწმუნის ამ განსაცდელში ჩაგდებისა და მათი რწმენის შერყევის მცდელობისათვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც სუსიდან გამოჟონილ ფარეულ ჩანაწერებს გამოეხმაურა. 

 მისი თქმით, რეჟიმმა სასულიერო პირები შანტაჟის შედეგად მათ სამსახურში ჩააყენა, რითაც უმძიმესი დატყმა მიაყენა ეკლესიას.  

"ვნახეთ,  თუ რა მასშტაბი აქვს ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ უკანონობებს და დანაშაულებს და თუ რა შემზარავად ამორალურია ივანიშვილის ეს რეჟიმი. როგორ გროვდება სასულიერო პირებზე მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია და შემდეგ როგორ ხდება მათი გადაბირება და არც მეტი და არც ნაკლები, სუსის აგენტებად ქცევა. ამ მასალებში,  სამწუხარროდ, ჩვენ ვნახეთ, ცნობები,  ფაქტები,  სასულიერო პირების მიერ ჩადენილი დანაშაულობების შესახებ და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დანაშაული აღეკვეთა და დამნაშავე დაესაჯა, ივანიშვილის რეჟიმი დანაშაულზე მოპოვებულ ინფ0რმაციას იყენებს საკუთარი მანიპულაციებისათვის სასულიერო პირების შანტაჟისა და სატავისოდ გამოყებებაში. დრეს უკვე გასაკვირი არ არის,  თუ რატომ არიან სასულიერო პირები რეჟიმის დაკვეთების შემსრულებლები. ამავდროულად ნათელი გახდა, როგორი მეთოდების გამოყენებით აიძულებენ მათ ამგვარად მოიქცნენ. .. ჩემთვის ეს ბრიფინგი ძალიან რთულია, ალვათ ყველაზე რთული რაც კი ჩამიტარებია უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში ვარ, პირადად, თითოეული დაშანტაჟებული მღვდლის, ბერის მონაზონის, თუ ეპისკოპოსის პირადი ადამიანური ტრაგედიაა, დიახ, ეკლესია და სასულიერო პირები მსხვერპლია ივანიშვილის რეჟიმის, ამის გამო ეს რეჟიმი მძიმედ და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, დაისაჟოს იმ სისასტიკისათვის, რისი ანალოგი ამ ქვეყანში არ ყოფილა. წარმომიდგენია, მორწმუნე, რომე;ლიც იგებს, რომ მისი მოძღვარი კომპრომატებით გადაბირებული იყოს, ის მოძრვარი რომელსაც აღსარება ჩააბარა... სასტიკად და საჩვენებლად უნდა დაისაჯოს ივანიშვილის რეჟიმი მილიონობით მორწმუნის ამ განსაცდელში ჩაგდებისა და მათი რწმენის შერყევის მცდელობისათვის," - განაცხადა ნიკა მელიამ. 

მისი თქმით, სუსის უფროსმა გრიგილ ლილუაშვილმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა