|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უნდა გავთავისუფლდეთ სამწუხარო ტრადიციისგან"

"ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გავთავისუფლდეთ სამწუხარო ტრადიციისგან, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებები, წარმოადგენს მხოლოდ ერთი პარტიის ნააზრევს, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. მან პრეზიდენტის აზრი გაახმაურა. 

"მოგეხსენებათ, ბერლინში, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ერთად გრძელდება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვა. კომისიის წარმომადგენლები ამახვილებენ ყურადღებას საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის მნიშვნელობაზე, იმისთვის, რომ ახალი კონსტიტუცია იყოს სიცოცხლისუნარიანი და გრძელვადიანი. საკონსტიტუციო ცვილელებებთან მიმართებაში, პრეზიდენტი პირველივე დღიდან სწორედ კონსენსუსური დოკუმენტის მიღების აუცილებლობაზე საუბრობდა. ამის შესახებ განცხადება არაერთხელ აქვს გაკეთებული. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, უნდა შეიქმნას თანხმობის დოკუმენტი. პრეზიდენტის აზრით, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გავთავისუფლდეთ სამწუხარო ტრადიციისგან, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებები, წარმოადგენს მხოლოდ ერთი პარტიის ნააზრევს. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ გამოვნახოთ გზა და შევქმნათ საერთო ეროვნული თანხმობის კონსტიტუცია, რომელიც ყველასია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს არის ვენეციის კომისიის მოწოდებაც", - განაცხადა მიშველაძემ.

ავტორი: ნიუპრესი