|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უნდა მოხდეს ქუთაისის აეროპორტის დაგრძელება - ირაკლი ღარიბაშვილი

ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მოხდეს დაგრძელება და ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის დაპროექტება და მშენებლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით,  შედეგად, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3,5 კილომეტრი იქნება.  ქუთაისის აეროპორტის პროექტირება უკვე იწყება და 18 თვეში დასრულებული იქნება როგორც ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

„მინდა ვთქვა, რომ აეროპორტებში გაზრდილია და უნდა ითქვას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა მიახლოებული მგზავრთა ნაკადი, ქუთაისის აეროპორტში მაგალითად. რეისების რაოდენობა გაზრდილია, ყველა მიმართულებით ათეული რეისია დამატებული. ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მოხდეს დაგრძელება და ახალი ასაფრენ- დასაფრენი ბილიკის დაპროექტება და მშენებლობა. შედეგად, 3,5 კილომეტრი იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. ქუთაისში ალბათ მალე იქნება მილიონი მგზავრი, მალე მიაღწევს მილიონ მგზავრს, ამიტომ შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება. პროექტირებას ახლა დავიწყებთ და 18 თვეში იქნება უკვე გაკეთებული, დასრულებული ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა