|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უსაფრთხოების რჩევები კიბერთაღლითობის (ფიშინგის) პრევენციისთვის

ბოლო პერიოდში კიბერთაღლითობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. დამნაშავეები ცდილობენ მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებსა და საბანკო ბარათებზე თაღლითური გზით მოიპოვონ ინფორმაცია.
კიბერ დამნაშაავეები სამი სქემით მოქმედებენ:
  1. ფიშინგ ვებ-გვერდები:
 კიბერ დამნაშავე ინტერნეტბანკის ანალოგიურ ვებ-გვერდს ქმნიან და მას სოციალურ ქსელებში არეკლამებენ ისე, თითქოს რაიმე გათამაშებაში შეეძლოს მომხმარებელს მონაწილეობის მიღება. თაღლითურ ვებ-გვერდზე  პაროლის და სმს კოდის შეყვანის შემთხვევაში, კიბერ დამნაშავეს შეუძლია მიითვისოს თანხები მომხმარებლის საბანკო ანგარიშებიდან.
 2. თაღლითური მეილები:
კიბერ დამნაშავეები ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ბმულით ან მიბმული ფაილით ითხოვენ პერსონალური მონაცემების გაზიარებას. მათ მიერ
გამოგზავნილ ბმულზე გადასვლის, ან ფაილის გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა ინტერნეტ-თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ.
 3. თაღლითური sms და ზარები:
კიბერ დამნაშავეები მოკლე ტექსტური შეყტობინებებით ან ზარებით ცდილობენ თქვენი პერსონალური ინფორმაციის მოპარვას. როგორ წესი, მათ თქვენი ბარათის მონაცემები და პაროლი აინტერესებთ.

როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან:


 ყურადღებით დააკვირდით იმ ვებ-გვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ. ზოგიერთ შემთხვევაში, გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან;
 მობილური მოწყობილობიდან, ისარგებლეთ მობაილბანკის აპლიკაციით.
 დააკვირდით ელეტრონული ფოსტის გამომგზავნის მისამართს. ის  შესაძლოა მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს რეალურისგან. დააკვირდით ტექსტის შინაარსა და სტილისტიკას. როგორც წესი, კიბერ დამნაშავეები გაუმართავი ტექსტით წერენ ადრესატს;

 არ გადახვიდე საეჭვო ბმულებზე და არ გახსნათ მეილზე მიბმული საეჭვო ფაილები;

 თუ მეილს საეჭვოდ ჩათვლით, დაუკავშირდით კომპანიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე და კითხეთ, მეილი ნამდვილად მათ ეკუთვნით თუ არა;
 არასდროს გააზიაროთ თქვენი პაროლი ან პინ კოდი. არცერთი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი თქვენი პაროლის მონაცემების გაზიარებას არ მოგთხოვთ;
 თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პაროლი გამჟღავნდა ან თაღლითობის მსხვერპლი გახდით, დაუყონებლივ შეცვალეთ პაროლი და დაუკავშირდით ბანკს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა