USAID-ის მხარდაჭერით, 21-22 ოქტომბერს ქუთაისში ჰაკათონი ჩატარდება
21-22 ოქტომბერს ქუთაისში CITYTHON ჩატარდება. 36 საათის განმავლობაში ჰაკათონის მონაწილეები ქალაქში არსებული პრობლემების კრეატიულად და ინოვაციურად გადაჭრას შეეცდებიან.
საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და პარკირება, მშენებლობა და ქალაქდაგეგმარება, ეკოლოგია და გარემოს დაცვა, უსაფრთხოების სერვისები, სოციალური მომსახურება - ამ თემების გარშემო მონაწილეები ახალ და ინოვაციურ პროტოტიპებს შექმნიან.
ჰაკათონი ხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, ევროკავშირის პროექტის “ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის” ფარგლებში, USAID/Georgia ის მხარდაჭერით.
ავტორი: ნიუპრესი