|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება - ადვოკატი გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას პატიმრობის შესახებ

 სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა, - აცხადებს ადვოკატი გურამ იმნაძემ გიორგი ხასაიასა  და აკაკი ჩიქობავასთვის წინასწარი პატიმრიობის შეფარდების შესახებ.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო საასამართლომ გამოიტანა, რომლის თანახმად,  კეკელიძის ქუჩაზერ ხმაურიანი გამოსახლეწბის დროს დაკავებულებს გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ადვოკატის  განმარტებით, სასამართლოს დაცვის მხარემ დაკავებულების პირადი თავდებობით გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, ასევე, თუკი სასამართლო ამას საკმარისად არ მიიჩნევდა გირაოს შუამდგომლობაზეც მზად იყვნენ, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი პოზიცია არ გაითვალისწინა.

ამასთან, გურო იმნაძის განმარტებით, ბრალდებულებმა ბრალი ნაწილობრივ აღიარეს, კერძოდ, ისინი ბრალს აღიარებენ აღსრულების ბიუროს ავტომანქანის დაზიანების ნაწილში, ხოლო ჯგუფურად მოქმედების ნაწილში თავს უდანაშაულოდ ცნობენ.

„ერთადერთი დამამძიმებელი გარემოება არის ჯგუფურობა და ამ ნაწილში ბრალდებულების პოზიციაა ის, რომ ისინი ჯგუფურად არ მოქმედებდნენ, უბრალოდ, ორივემ ინდივიდუალურად მიიღო გადაწყვეტილება. მანქანის დაზიანების ნაწილში მზად იყვნენ, რომ მიყენებული ზიანი აენაზღაურებინათ. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და უსამართლო, იმიტომ, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა აჩვენებდა და დაადასტურებდა, რომ ისინი ჩაიდენენ იგივე ან სხვა დანაშაულს ან გამოძიებას შეუშლიან ხელს და ა.შ. მეორე მხრივ, მათი პატიმრობაში ყოფნა პრობლემურია, იმიტომ, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ აკადემიური, თუ სამოქალაქო კუთხით და მათი იზოლაციის არანაირი საჯარო ინტერესი არ არსებობს“ , - განაცხადა გურო იმნაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, კეკელიძის 1-ელ ნომერში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების დროს პოლიციამ 20-მდე პირი დააკავა, მათ შორის კაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია. აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე კი გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი