უწყვეტი პროტესტის 22-ე დღე ქუთაისში - არა რუსულ კანონს !
აქციის 22-ე დღე ქუთაისში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მოწინააღმდეგეები ამჯერად პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ შეიკრიბნენ და კანონპროექტი კიდევ ერთხელ დაგმეს.
მათი თქმით, სიმბოლურად შეიკრიბნენ საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან, რომ აქიდანაც კიდევ ერთხელ გააჟღერონ მათი მოთხოვნები.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი ქვეყანას აშორებს ცივილიზებულ სამყაროს და აფერხებს განვითარებს.
აქციის მონაწილეები ქუჩებში მსველობას მართავენ და მოქალაქეებს შეერთებისკენ მოუწოდებენ.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა