|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უწყვეტი პროტესტის 48-ე დღეს ქუთაისში მოქალაქეებმა ეროვნული დროშა აღმართეს

ქუთაისში პროტესტის 48 დღეს მოქალაქეები კვლავ ქუჩაში გამოვიდნენ და თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს. 

ამასთანავე, სამოქალაქო აქტივისტებმა სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნეს, მერიის წინ რუსთაველის პროსპექტზე სპეციალურად მოტანილ დროშის სადგამზე საქართველოს დროშა ეროვნული ჰიმნის თანხლებით აღმართეს. 

პროტესტის მონაწილეები „ოცნების“ ძალადობრივ პოლიტიკას აპროტესტებენ, ძალადობის შეჩერებასა და რეჟიმის ტყვეებიდს გათავისუფლებას ითხოვენ. უცვლელ მოთხოვნებს შორისაა რა თქმა უნდა ახალი არჩევნების ჩატარება. 

ავტორი: