ვალერი ტყეშელაშვილი მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
ქუთაისში, სავარაუდოდ, ქოლცენტრებთან დაკავშირებით, ტყეშელაშვილების ოჯახში ჩხრეკა დასრულდა. ზუგდიდის ქუჩაზე სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ჩხრეკის ფარგლებში სახლიდან პირადი კომპიუტერები და პლანშეტი ამოიღეს.
მათი თქმით, კომპიუტერებში მათი კომპანიის საქმიანობის შესახებ არის ინფორმაცია. ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ქოლცენტრებთან კავშირს და აცხადებენ, რომ ისინი საგანამანათლებლო მიმართულებით მუშაობენ, მომხდარს კი მათ ოპოზიციურ განწყობას უკავშირებენ.
ვალერი ტყეშელაშვილი უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე და მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხვაზეა თანახმა.
ვალერი ტყეშელეშვილი რამდენიმე წელი ამერიკაში ცხოვრობდა და საქართველოში ახალი დაბრუნებულია.
ავტორი: ნიუპრესი