ვანის მერიას 6-ის ნაცვლად 27 ავტომობილი ემსახურება - "ფლანგვის დეტექტორი"
ვანის მერიას 27 ავტომობილი ემსახურებოდა დადგენილი 6 მანქანის ნაცვლად, - ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის შემდეგ ვანის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა.
აღნიშნული 27 ავტომობილისთვის 270 ათასი ლარის ღირებულების 125 ტონა საწვავი ყოველგვარი კონტროლის გარეშე მოიხმარეს.
2019 წლის შემდეგ ვანის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. მათი მოვლა-შენახვა 2019-21 წლებში ბიუჯეტს 122,540 ლარი დაუჯდა.
2021 წელს ვანის მერია ბალანსზე მყოფი 8 მანქანის მოვლა-შენახვისთვის 304,000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
ცნობისთვის, ლონდონისა და ვილნიუსის მერიებს არცერთი მანქანა არ ემსახურება.
ვანში 24,500 მოსახლეა, საიდანაც ყოველი მე-5 უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




11:46
22:32
19:44
20:45
16:10
















