|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის მერობის კანდიდატი სამი სოფლის მოსახლეობას შეხვდა [R]

 ვანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი სოფლების - მთისძირის, შუამთისა და ჭყვიშის მოსახლეობას შეხვდა. 

მოსახლეობისთვის საკუთარი პროგრამისა და პრიორიტეტების გაცნობის შემდეგ, მერობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემებს მოუსმინა. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ განხორციელებულ პროექტებს, რომელიც გასულ წლებში აღნიშნულ სამ სოფელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ განახორციელა. 

ალექსანდრე გოგორიშვილი ასევე გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმს ეწვია, სადაც ამჟამად, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა