ვანის მერვე საარჩევნო უბანზე "საიას" საჩივრის გამო თავმჯდომარეს გაფრთხილება მიეცა
ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში საჩივრების განხილვა დასრულდა. ოლქის თავმჯდომარის კახაბერ მჟავანაძის განცხადებით, შესული 7 საჩივრიდან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა, ორი განუხილველი დარჩა.
"შემოსული იყო 7 საჩივარი, აქედან ორი განუხილველი დარჩა, დანარჩენი განხილულია და ამათგან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა. ვანის მერვე უბანზე "საიას" მიერ დაწერილი საჩივრის გამო, რაც სარეგისტრაციო ჟურნალის დაულუქაობას გულისხმობდა, უბნის თავმჯდომარეს და მდივანს გაფრთხილება გამოეცხადათ", - განაცხადა კახაბერ მჟავანაძემ.
ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში არჩევნები 28 აპრილს გაიმართა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი