|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას ხვდება (R)

რეგიონალური განვითარებისა და ინფარასტრუქტურის მინისტრი ხონში  „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებულუ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ლილუაშვილის შუამდგომლობით იმ სოფლის მოსახლეობას შეხვდა, რომლებსაც ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვთ.

ნოდარ ჯავაიშვილმა მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა ყველა ის ადგილი სადაც გარკვეული ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი, კონკრეტულად კი ის გაეცნო სოფელ ძეძილეთის პრობლემას სადაც ადგილობრივები ე.წ. ბონდის ხიდის რეაბილიტაციას ითხოვენ, ნოდარ ჯავაიშმა ასევე დაათვალიერა სოფელ მათხოჯში მდინარე ცხენის წყლის სანაპირო სადაც ნაპირ სამაგრი სამუშაოებია ჩასატარებელი.ტურისტული ინფრასრუქტურის გუმჯობესების მიზნით გარკვეული სამუშაოები იგეგმება სოფელ გორდსა და კინჩხაში.ინფარასტრუქტურის მინისტრი ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად სოფელ ქუტირის მოსახლეობასც შეხვდა, რომლებსაც საკანალიზაციო სისიტემის პრობლემა აქვთ.

–„ჩვენ შევხვდით ყველა იმ სოფლის მკვიდრს, რომლებსაც გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობელემები აქვთ, ასევე დავათვალიერეთ გორდისა და კინჩხის ტურისტული ინფრასტრუქტურა სადაც მეორე ეტაპის სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. მინისტრი პირადად გაეცნო ყველა საკითხს და მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ აღნიშნული პრობლემები  ეტაპობრივად მოგვარდება

ავტორი: ნიუპრესი