ვანში „გალაკტიონობა" აღინიშნება
ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გალაკტიონობა" აღინიშნება.
სოფელი დილიდან მასპინძლობს სტუმრებს, როგორც ვანის რაიონის სოფლებიდან, ასევე მთელი საქართველოდან.
გალაკტიონ ტაბიძის 127-ე წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიებაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციას წარმოადგენენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა