|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვენეციის ბიენალეზე ქართულ პავილიონს, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ანნა კ.ე. წარმოადგენს

ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე, რომელიც ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნა, ქართულ პავილიონს ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანი - ანნა კ.ე. თიბისი სტატუსის მხარდაჭერით წარმოადგენს.

პროექტზე - “Rearmirrorview, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation...“ ავტორმა კურატორ მარგო ნორტონთან ერთად იმუშავა. პროექტი ბიენალეზე გალერეა “სიმონ სუბალისა” და Project Artbeat-ის ორგანიზატორობით წარდგა.

“Rearmirrorview, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…“-ის სტრუქტურის ზედაპირზე პოლირებული რკინისგან გაკეთებული, ონკანების მსგავსი სკულპტურული ობიექტები უსისტემოდაა განლაგებული, რომლებშიც წყალი განუწყვეტლივ ცირკულირებს. ანნა კ.ე.  ამ ელემენტებით ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ სუბსტანციას უსვამს ხაზს - წყალი მუდმივობას, განწმენდასა და ენერგიას გულისხმობს. ვერცხლისფერი ონკანების იეროგლიფური ფორმები ქართული ანბანის - ასომთავრულის პროტოტიპებია.

ვენეციის ბიენალეს ისტორია მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულიდან იღებს სათავეს და 1895 წელს ქალაქ ვენეციის პირველი საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებას უკავშირდება, რომელიც საგანგებოდ ბიენალესთვის აგებულ პალაცო dell’Espisizion-ში გაიხსნა და 224000 ვიზიტორს უმასპინძლა.

წლევანდელი ბიენალე, რომლის კურატორიც რალფ რუგოფია, საერთო კონცეფციის ქვეშ გაერთიანდა – “გეცხოვროთ საინტერესო დროში” (May You Live in Interesting Times).

ვენეციის ბიენალე 2019 წლის 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა