ვერაფერს ვხედავ - 7 მარტს აქციაზე დაზარალებულმა ზაზა ბირიაშვილმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა
უბრალოდ დევს, თორემ ვერაფერს ვხედავ - აცხადებს 7 მარტს აქციაზე დაშავებული ზაზა ბირიაშვილი, რომელმაც აქცუიაზე დარბევისას მიღებული დაზიანების შედეგად მხედველობა დაკარგა. მას დაზიანებული აქვს ასევე შუბლი და ცხვირი, აქვს ტვინის შერყევა.
მედიკოსების განმარტებით, თვალის ბადურა ისეთი დაზიანებულია, მისი აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
როგორც ბარიაშვილი აცხადებს, დაზიანებული თვალით ვერაფერს ხედავს.
"თვალი და შუბლი მაქვს დაზიანებული, ცხვირი და ტვინის შერყევა მაქვს. ვერ ვხედავ მარჯვენა თვალიდან, არაფერი აღარ ჩანს. დაშლილი იყო თვალი და ააწყეს, უბრალოდ დევს, თორემ ვერაფერს ვხედავ.
მობრუნებული ვიდექი, წყლის ჭავლი რომ გამოუშვეს, შევტრიალდი, გასროლის ხმა გავიგე და რაღაც მომხვდა. ხელკეტი მომხვდა თუ რა მომხვდა, არ ვიცი", - თქვა ბირიაშვილმა.
შსს-ს გამოძიება ჯერ არ დაუწყია. კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის, კუპატაძის თქმით, ჯერ უნდა დადგინდეს, უნდა დადგინდეს, ნამდვილად აქციაზე დაუზიანდა თუ არა თვალი მოქალაქეს.
ავტორი: ნიუპრესი