|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისისთვის აეროპორტი უმნიშვნელოვანესი ობიექტია, რომელიც ასულდგმულებს ქალაქს" - ირაკლი ქარქაშაძე

ქუთაისის ახლადდანიშნული ვიცე-მერი ირაკლი ქარქაშაძე სოციალურ საკითხებს,  ტურიზმისა და საერთაშორისო მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

როგორც განაცხადა,  სურს ხელი შეუწყოს სოციალური პროექტების და  ტურისტული მიმართულებების გაძლიერებას,  ასევე იმედოვნებს, რომ შეძლებს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიებიდან საჭირო ინვესტიების მოზიდვას.  

„გეგმების დასახელებისაგან თავს შევიკავებ, თუმცა ვგეგმავ მაქსიმალურად მოვიზიდო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან დაფინანსება  სხვადასხვა პროექტების  მიმართულებით, ეს იქნება მუნიციპალური განვითარება, ბიზნესის ხელშეწყობა, თუ სხვა მსგავსი პროექტები, ასევე ვგეგმავ,  აქტიურად ვითთანამშრომლო დამეგობრებულ ქალაქებთან.  რაც შეეხება ტურიზმს, შევეცდები ახალი ტურისტული ლოკაციები შევძინო ქალაქს, რათა გავახანგრძლივოთ ის დრო,  რასაც ტურისტი ქუთაისსა და მის შემოგარენში ატარებს", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ "ნიუპრესთან" საუბარში.

 ახალი ვიცე-მერის თქმით, ქალაქისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია საერთაშორისო აეროპორტი.

"ქუთაისისთვის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკვანძო  მნიშვნელობის ობიექტია, რომელიც ასულდგმულებს ქალაქს.  დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გაკეთდება,  რათა ქუთაისმა დაიბრუნოს ის მგზავრთნაკადი, რომელიც პანდემიამდე ქონდა და განვითარდეს ამ ინდუსტრიისთვის  აუცილებელი  სერვისები.  ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ვიზეარის ყოფნა საქართველოში", - განაცხადა ქარქაშაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ვიზიარის ბაზის ქალაქში დაბრუნება იმაზე უფრო რთული იქნება, ვიდრე ავიაკომპანიის თავდაპირველი შემოსვლა იყო. 

შეგახსენებთ, ქუთაისის მერის მოადგილის პოსტზე მუშაობას ირაკლი ქარქაშაძე გუშინ შეუდგა. იმ დრომდე კი მას საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატაში საავიაციო კომიტეტის მდივნის თანამდებობა ეკავა. 

ქარქაშაძემ ამ პოსტზე ნინო თვალთვაძე ჩაანაცვლა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა