|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც 14 წლის გოგონა გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა

დღეს 31 წლის მამაკაცმა მდინარე მტკვარში 14 წლის გოგონა გადაარჩინა, თვითონ კი დაიხრჩო, - ეს ახალგაზრდა მამაკაცი, შოთა ქარსელაძე აღმოჩნდა, რომელმაც ორი თვის წინ მდინარე რიონში ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე გადაარჩინა.
 
"შოთა ქარსელაძე, რომელმაც დღეს მტკვარში მოზარდი გადაარჩინა და თავად დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი იყო რიონის ხეობაში...
ამ რამდენიმე კვირის წინ, როცა გუმათჰესიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი რიონში გადავარდა,  სწორედ მან გადაარჩინა... დღეს კი მტკვარმა წაგვართვა მისი სიცოცხლე....
მშვიდად განისვენე ძმაო გოშე... გმირები არ კვდებიან!
იმედი მაქვს,  სახელმწიფო სათანადო პატივს მიაგებს სამოქალაქო გმირ შოთა ქარსელაძეს (გოშეს)", -  წერს სამოქალაქო აქტივისტი ლაშა მესხი 

ავტორი: ნიუპრესი