|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ და რატომ აგროვებს პირად მონაცემებს? - სადამკვირვებლო მისია გამოძიებას ითხოვს

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ „ქართული ოცნების” სასარგებლოდ პირადი მონაცემების შეგროვების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

 სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის ლონდა თოლორაიას თქმით, მედიით გასული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და პროკურატურამ უნდა გამოიძიონ.

 

გავრცელებული ინფორმაციები აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ ადგილი აქვს პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების, ამომრჩევლის ნებაზე იძულებითი ზეგავლენის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების ფაქტებს. მაშასადამე სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1644, 332-ე და 333-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია არის გამოძიების დაწყების საფუძველი, თუმცა ამ დრომდე პასუხისმგებელი საგამოძიებო უწყებები არ აკეთებენ არავითარ განმარტებას მათ მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ. მივმართავთ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე“, - განაცხადა თოლორაიამ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა