|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ მოხვდება ევროპარლამენტის დასასანქცირებელთა სიაში?

 ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირების ყველაზე მასშტაბურ სიას.

შავ სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები - მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და შვილები - უტა, ცოტნე, ბერა და გვანცა ივანიშვილები; ძმა - ალექსანდრე ივანიშვილი; დისშვილი - შმაგი კობახიძე; დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი,

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა,

ბიზნესმენები - ვანო ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე (ზედმეტსახელად „რიჟა),

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ილია წულაია,

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და ბიზნესმენი კახა ბექაური, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ლაშა ნაცვლიშვილი,

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე; გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი,

მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე,

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ და „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელი ირაკლი რუხაძე,

საქართველოს ავიახაზების, „ჯორჯიან ეარვეისის“ მფლობელი თამაზ გაიაშვილი, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე,

ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ მიღებული წინა რეზოლუციის მსგავსად, ახლაც ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და ირაკლი ღარიბაშვილის სანქცირებას.

 

ავტორი:

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 16 ხმა