|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვირუსის ნაკლები დანაკარგებით და ზიანით მართვა წარმატებით ხორციელდება - ირაკლი შენგელია

 ვირუსის ნაკლები დანაკარგებით და ზიანით მართვა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა იყო, წარმატებით ხორციელდება, რასაც ცხადყოფს მოსახლეობის კვლევის შედეგებში ასახული მოსახლეობის ნდობა და მხარდაჭერა. ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია აცხადებს. 

მისი თქმით, დღეს გამოქვეყნებული კვლევები ცხადყოფს, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიის მეორე ფაზის გააქტიურებისა, მაღალია მოსახლეობის ინტერესი პოლიტიკური პროცესების მიმართ.

"ადგილობრივ დონეზე უმნიშვნელოვანესია რეალური დეცენტრალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო ხედვა, რომელიც საშუალებას იძლევა მეტად მოქნილი და გადაწყვეტილების უნარიანი გახდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, მათ შორის ფინანსური დამოუკიდებლობის კუთხით. ეს არის ქვეყნის განვითარების დასავლური ხედვა, რომელსაც ჩვენი სახელისუფლებო გუნდი თავაზობს მოსახლეობას. ეს არის ქვეყნის წარმატების ფორმულა და ქართულ საზოგადოებაში ჩრდილოელი მეზობლის ნაკარნახევ დღის წესრიგს არასდროს ექნება მხარდაჭერა, იქნება ეს ღია გზავნილები თუ დასავლური ღირებულების დროშით მორთული ისრის ნებით თუ უნებლიე სწორება ჩრდილოეთისკენ", - აცხადებს ირაკლი შენგელია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა