|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვის მიანიჭეს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება

საპატიო ქუთაისელების დაჯილდოება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული პატივგებისა და სახელდების მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციითა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებით, ქალაქ ქუთაისისათვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის, წელს „ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება“ მიენიჭათ:
 
თამაზ გამსახურდიას - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრირების დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს;
 
დეკანოზ თეიმურაზ არველაძეს - წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს;
 
შოთა ჯიშკარიანს - ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფს;
 
ვახტანგ ცაგარელს - საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელს, საუნივერსიტეტო ქალაქისა და ქუთაისის ადრონული ცენტრის დირექტორს;
 
თენგიზ სულაქველიძეს - ქუთაისის ,,ტორპედოსა“ და თბილისის ,,დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელს, მისივე სახელობის საფეხბურთო აკადემიის დამფუძნებელს.
 
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ახლადარჩეულ საპატიო ქუთაისელებს ჯილდოები გადასცა და დამსახურებული აღიარება მიულოცა.

ავტორი: